ხონში, 15:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 9 613-მა ამომრჩეველმა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 41,63%-ია. ამის შესახებ პირველ არხს 54-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი გორდაძემ განაცხადა.მისი თქმით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.როგორც გორდაძემ აღნიშნა, ამ დროისთვის, საოლქო-საარჩევნო კომისიაში არც ერთი საჩივარი არ შესულა.ხონში, არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დამკვირვებლები.ვანისა და ხონის საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება. მოქალაქეები 54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტში ვანისა და ხონის მაჟორიტარს ირჩევენ.54-ე საარჩევნო ოლქში 60 საარჩევნო უბანია გახსნილი, სადაც 48 123 ამომრჩეველია რეგისტრირებული.