ხომალდმა Akademic Chersky-მა დანიის წყლებში "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო - Palitra News

ხომალდმა Akademic Chersky-მა დანიის წყლებში "ჩრდილოეთ ნაკადი 2"-ის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

2021-04-27 16:05:54+04:00

ხომალდმა Akademic Chersky-მა დანიის ტერიტორიულ წყლებში გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში მილების განლაგების პროცესი დაიწყო, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტის ოპერატორის განცხადებაშია აღნიშნული.

„გემმა Akademic Chersky დღეს, საზღვაო ტესტების წარმატებით გავლის შემდეგ, დანიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მილების ჩალაგების სამუშაო დაიწყო“, - ნათქვამია განცხადებაში.

პროექტის ფარგლებში, მილების ჩალაგებას ხომალდი Fortuna-ც აგრძელებს, რომელმაც დანიის ტერიტორიულ წყლებში მუშაობა 6 თებერვალს განაახლა.