ამერიკელი ინვესტორი, ბიზნესმენი და გამომგონებელი ელონ მასკი გეგმავს მარსზე მილიონი ადამიანის გაშვებას. ცოტა ხნის წინ მექსიკაში გამართულ პრესკონფორენციაზე მან საკუთარი კომპანიის გეგმა გააცნო დამსწრეებს, რაც გულისხმობს მსოფლიოში ყველაზე მძლავრი რაკეტის აშენებას, სპეციალური ხომალდით, რომელიც შეძლებს, სულ ცოტა, 100 ადამიანის წითელ პლანეტაზე წაყვანას. როგორც გამომგონებელი აცხადებს, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, 50-100 წელიწადში მარსზე უკვე იარსებებს ადამიანების მუდმივი დასახლება.