პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკა ბესელიასა და ირაკლი კობახიძეს შორის მცირე შეკამათება მოხდა.დამოუკიდებელმა დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს შენობით მიმართა, რასაც ირაკლი კობახიძის გაღიზიანება მოჰყვა და მისთვის მიკროფონის გამორთვა მოითხოვა. ეკა ბესელია პარლამენტის თავმჯდომარის სკამთან მივიდა და მათ შორის მცირე კომუნიკაცია შედგა.ეკა ბესელიამ კობახიძეს „წესიერად მოქცევისკენ“ მოუწოდა და ჰკითხა, ხომ არ შეეშინდა, კობახიძემ კი მანდატურის სამსახურს სთხოვა დახმარება, ხოლო ბესელიას მიუგო, რომ შიში მისკენ მოეკითხა.