დამოუკიდებელი დეპუტატები ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებენ. ამის შესახებ ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრმა ლევან კობერიძემ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა. მისივე თქმით, ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ფინანსთა მინისტრს პასუხების გაცემა მოუწევს, აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებული კანონპროექტია, რომლის ინიცირებასაც ფინანსთა სამინისტრო გეგმავდა, თუმცა, დოკუმენტი ჯერ პარლამენტში არ შესულა.