ხობში შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებული დააკავეს - Palitra News

ხობში შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებული დააკავეს

2021-07-23 09:52:30+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დააკავეს პირი, რომელმაც ხობში შშმ პირი გააუპატიურა. მათივე ცნობით, დაკავებული ბრალს აღიარებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს და სასჯელის სახით ათიდან ცამეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.