ქალაქ ხობში მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი შენდება. ყოფილი კინოთეატრის „თუთარჩელას“ შენობის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ახორციელებს. სპორტული კომპლექსში გათვალისწინებულია საჭიდაო მოედნის, ჭადრაკის დარბაზის, საბილიარდეს, ფიტნესდარბაზისა და საუნის მოწყობა. პროექტით გათვალისწინებულია დარბაზში ლითონის ფერმების მოწყობა და გადახურვა. თუნუქით გადაიხურება ასევე დანარჩენი შენობა. ფასადზე მოეწყობა ალუმინის ვიტრაჟები.მშენებლობაზე, რომლის ღირებულება 2 მილიონ 500 ათას ლარზე მეტია, 30 ადამიანია დასაქმებული. სამუშაოების დასრულება 2018 წლის გაზაფხულზე იგეგმება.