ხობში კოლხური ხოხბის საშენი მეურნეობა გაიხსნა. ახალი საშენი მეურნეობის ტერიტორიაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ველური ბუნების სააგენტოს“ მიერ მოხდება როგორც ფლორის, ასევე ფაუნის აღწარმოება. რამდენიმე ათასი ადგილობრივი კოლხური ხოხობის ყოველწლირად დაცულ ტერიტორიებზე გაშვება მოხდება.
ადგილობრივი სახეობები, ფაქტობრივად, გადაშენების პირასაა და წითელი ნუსხაშია. ახალ საშენი მეურნეობაში ხელს შეუწყობს როგორც გენეტიკური ფონდის შენარჩუნებას, ისე რეგულაციებით ნადირობის ახალ პერსპექტივებს გააჩენს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეუნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, მხარის რწმუნებულთან ერთად, ადგილობრივ მონადირეებსაც შეხვდა და ნადირობის სეზონის გახსნის და რეგულაიციების შესახებ ისაუბრა. ნადირობის სეზონი აგვისტოს მე-4 შაბათს გაიხსნება.