ხობის მუნიციპალიტეტში დაღუპული 9 ხობელი გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს.მემორიალი ყვავილებით სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა კობა ქანთარიამ, ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავამ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა შეამკეს.