ზოგჯერ ზღვარი გენიალურობასა და ფსიქიურ აშლილობას შორის თითქმის შეუმჩნეველია. სამწუხარო ჭეშმარიტებას ცნობილი ადამიანები, მათ შორის გამოჩენილი მათემატიკოსი, 1994 წელს ეკონომიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ჯონ ნეშიც ამტკიცებს, რომელიც წლების მანძილზე ებრძოდა პარანოიდალურ შიზოფრენიას.
სკოლის დასრულების შემდეგ უმცროსს ნეშს მამის გზის გაგრძელება და ინჟინერ-ელექტრიკოსობა სურდა, თუმცა სწრაფად გადაიფიქრა, ქიმიით გატაცებულმა კარნეგის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ჩააბარა და როცა არჩეულ პროფესიას გული ვერ დაუდო, ეკონომიკით დაინტერესდა. წარმატებით დაწყებული სწავლა ნეშმა 1948 წელს, პრინსტონის უნივერსიტეტში გააგრძელა, სადაც რექტორს ყოფილი პედაგოგის რიჩარდ დაფინის მოკლე წერილით ესტუმრა, რომელშიც სულ სამი სიტყვა: "ეს ადამიანი - გენიოსია" ეწერა.