დღის ან ღამის საათებში ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებისთვის 2017 წლის 15 აგვისტოდან 1-ელ დეკემბრამდე პერიოდში 119 პირია გაფრთხილებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი - 99 ადამიანი თბილისში გააფრთხილეს.
ამასთან, უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა ხმაურის ფაქტზე 13-ჯერ მოახდინეს რეაგირება აჭარაში. მცხეთა-მთიანეთში მსგავსი შემთხვევა 4-ჯერ დაფიქსირდა, იმერეთში, ქვემო ქართლსა და გურიაში კი თითო-თითო პირმა მიიღო გაფრთხილება.