ხმაურია ქუთაისის მერიასთან - ბუხაიძის ქუჩის მოსახლეობა სკვერში კაფეს მშენებლობას აპროტესტებს. ადგილობრივები კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის გასხვისების ფაქტს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ კაფე-ბარ "ფლამინგოს" მშენებლობას არ დაუშვებენ. საკითხთან დაკავშირებით აქციის მონაწილეები ქალაქის მერთან შეხვედრას ითხოვენ.