თბილისის მერმა ელიავას ტერიტორიის მეწილეებს სხდომა დაატოვებინა - ხმაური იყო თბილისის გენერალური გეგმის განხილვაზე, სადაც ერთმანეთს ელიავას მეწილეები და მერიის წარმომადგენლები დაუპირისპირდნენ. მეწილეებს დაინტერესდნენ თუ რა გეგმა ჰქონდა მერიას, ელიავას ბაზრის ტერიტორიასთან დაკავშირებით, თუმცა მერიის წარმომადგენლებმა შეკითხვას თავი აარიდეს.ამის შემდეგ დავით ნარმანიამ, მათ და ჟურნალისტებს სხდომის დატოვებისკენ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ელიავას ბაზრობის და მიმდებარე ტერიტორიის მფლობელები შეხვედრას მოწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ, მერმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე ბაზრობის ტერიტორიის საკითხზე საუბარი არ იქნებოდა. ნარმანიამ ასწევე უარყო გავრცელებული ინფორმაცია რომ მერიამ "ელიავას ბაზრობის" მესაკუთრეებს ტერიტორიის გამოსყიდვა შესთავაზა.