ხმაური, შეხლა-შემოხლა და პიკეტირებული საავტომობილო მაგისტრალი სამეგრელოში. წალენჯიხა-ზუგდიდის დამაკავშირებელი ცენტრალური მაგისტრალი სოფელ საჩინოს მოსახლეობამ გადაკეტა. ისინი სოფლის 7 კილომეტრიანი გზის შეკეთებას ითხოვენ. სამართალდამცველებმა გადაკეტილი გზის გახსნა სცადეს, რისი საშუალებაც აქციის მონაწილეებმა არ მისცეს. ამის შემდეგ მხარეებს შორის დაპაირისპირება მოხდა. აქციაზე ერთი პირიც დააკავეს, რომლის პოლიციაში გადაყვანის საშუალება სამართალდამცველებს აქციის მონაწილეებმა არ მისცეს. აქციის მონაწილეები გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა მათ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის რეგიონალური პროექტების კოორდინატორი შეხვდა. მოლაპარაკება მოსახლეობასა და ნუგზარ გაბელიასთან დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდა, რის შემდეგაც აქციის მონაწილეები დაიშალნენ. გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყება და 2018 წელს დასრულდება. აქციის მონაწილეები დაპირებულ შედეგებს,. სამი თვის ვადაში დაელოდებიან.