სემეკის სხდომაზე "ლეიბორისტ" გიორგი გუგავას მისვლას კვლავ ხმაური მოჰყვა.გუგავა სხდომაზე რამდენიმე ათეული მოქალაქის დასწრებას მოითხოვდა, თუმცა სხდომაზე შესვლის საშუალება მხოლოდ 10-მდე პირს მიეცა. გიორგი გუნავას განცხადებით, მოქალაქეებს სხდომაზე შეგნებულად არ უშვებენ, ვინაიდან ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდას აპირებენ. ამ განცხადების გამო გუნავას, სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავასა და კომისიის წევრ გიორგი ფანგანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.მათ გუგავა სიცრუეში დაადანაშაულეს და განუმარტეს, რომ დღეს კომისიამ უნდა განსაზღვროს თარიღი 2018 წლის ტარიფის დადგენასთან დაკავშირებით.საბოლოოდ, სიტუაცია დაცვის თანამშრომლების ჩარევის შედეგად განიმუხტა, რის შემდეგაც გუგავამ სხდომათა დარბაზი დატოვა.