თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე განაჩენი გამოაცხადეს, ხმაურია. მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა.სასამართლომ ერთ-ერთი ბრალდებული დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში გაამართლა, ხოლო მეორე ბრალდებულს ბრალი გადაუკვალიფიცირა და სარალიძის მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის 4-თვიანი სასამართლო განხილვა 30 მაისს დასრულდა. ვინაიდან საქმეში არასრულწლოვნები ფიგურირებენ, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომები დახურული იყო.
იხილეთ:
ზაზა სარალიძე - ირაკლი შოთაძე გამოვიდეს და გამცეს პასუხი - ვინ არის ჩემი შვილის მკვლელი