ხმაური სასამართლოში - ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა - Palitra News

ხმაური სასამართლოში - ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ პოლიციელს პატიმრობა შეეფარდა

2020-01-07 14:17:50+04:00

პოლიციელს, რომელიც ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეზეა დაკავებული აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობ, რომელიც ბრალდებულისთვის პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა. სასამართლოში იმყოფებოდა გარდაცვლილი მამაკაცის დედა.

ცნობისთვის, გამოძიება შსს-ს თანამსრომელს სხეულის მძიმე დაზიანებას ედავება. კერძოდ გამოძიებით დადგენილია, რომ პოლიციელმა ე.წ. დამპალოს სასაფლაოზე ერთ პირს ფიზიკური დაპირისპირებისას სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანებები მიაყენა, რამაც ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ხოლო ცემის შედეგად კიდევ ერთმა პირმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.