ხმაური რუსთავში - სტუდენტები მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს დაუპირისპირდნენ. სტუდენტებმა პროტესტის აქცია მერიასთან დღესაც გამართეს. რუსთაველი ახალგაზრდები რუსთავი-თბილისის მიმართულებით სამარშრუტო ტაქსებზე სტუდენტური ტარიფის შემოღებას ითხოვენ. ისინი სამარშრუტო ტაქსებზე მგზავრობის საფასურის გაზრდას აპროტესტებენ. სტუდენტებს აქციაზე რუსთავის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები შეხვდნენ, რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ახალგაზრდებმა მათგან შეთავზება მიიღეს, რომ ამ საკითხზე ერთობლივად ისაუბრონ, თუმცა სტუდენტები დიალოგზე უარს აცხადებენ და ამბობენ, რომ ბიუროკრატიული ხარჯები უნდა შემცირდეს და სტუდენტური ტარიფი შემოიღონ.რუსთავის მერიაში ამბობენ, რომ სტუდენტურ ტარიფზე ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის. მათი თქმით, ამ ეტაპზე მგზავრობის ღირებულებას მხოლოდ სოციალურად დაუცველ სტუდენტებს უფინანსებენ.