რუსთავის თვითმმართველობის შენობაში ხმაური იყო.
"ნაციონალური მოძრაობის" რუსთავის ორგანიზაციის აქტივისტებმა, "რუსთაველ სტუდენტთა ასოციაციის" ორმა წევრმა, ქალაქის მერიასთან აქცია გამართეს. მათ რუსთავის შემოსასვლელში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტი გააპროტესტეს. აქტივისტის განცხადებით, პროექტის განხორციელებას არ დაუშვებენ, გამართავენ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციებს და მოამზადებენ პეტიციას.
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის ლევან ონიანის განაცხადებით, პროექტის განხორციელება სწორედ მოსახლეობასთან კოსულტაციის შედეგად გადაწყდა. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, ამ ადამიანების ქმედება არის მხოლოდ პოლიტიკური და არანაირად არ ემსახურება ქალაქის ინტერესებს.