ხმაური პარლამეტში - კითხვა პასუხის რეჟიმი გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. თეა წულუკიანმა, ქეთევან ციხელაშვილმა, ლევან იზორიამ და კახი კახიშვილმა გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე დეპუტატებს სიტყვით მიმართეს, რის შემდეგაც შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ოპოზიცია დაინტერესდა, თავდაცვის მინისტრად დანიშვნის შემდეგ, თუ რატომ არ ჩავიდა ლევან იზორია ბრიუსელში ნატოს მინისტერიალზე, პარტნიორებთან სასაუბროდ. იზორიამ ოპონენტებს მწვავედვე უპასუხა და ასევე უწყების სტრუქტურულ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა.