საქართველოს პარლამენტის შენობასთან ხმაური იყო. მალხაზ მაჩალიკაშვილი პარლამენტის შენობაში შესვლას ცდილობდა, თუმცა პრლამენტის დაცვის სამსახურის თანამშრომლებმას მას ამის უფლება არ მისცეს. ფაქტს დაპირისპირება მოჰყვა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრს თინა ბოკუჩავას და მალხაზ მაჩალიკაშვილს პარლამენტში დღეს პრესკონფერენცია ჰქონდათ დაგეგმილი. შეხლა-შემოხლის დროს შეუძლოდ გახდა მალხაზ მაჩალიკაშვილი და ის ადგილიდან გაიყვანეს.