ხმაური იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის სამუშაო კაბინეტთან.
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი თინა ბოკუჩავა არჩილ თალაკვაძის სამუშაო კაბინეტში შესვლას ითხოვდა. მისი თქმით, სურს პარლამენტის თავმჯდომარისგან მოითხოვოს განმარტება, რატომ არ მისცეს მალხაზ მაჩალიკაშვილს შენობაში შესვლის საშუალება, რათა პრესკონფერენცია ჩაეტარებინა. ბოკუჩავა ამბობს, რომ აპირებს პარლამენტის თავმჯდომარეს გადასცეს შესაბამისი მიმართვა, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. მისივე თქმით, აქვს უფლება, პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაო კაბინებში შევიდეს, თუმცა მას გადაადგილების თავისუფლებას უზღუდავენ.