ეკონომიკისა და მდგრადგი განვითარების კომიტეტის სხდომაზე, სადაც ეკონომიკის მინისტრს უსმენენ, ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხი კამათის საგანი გახდა.
ნაციონალური მოძრაობის წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, დღეს ჭიათურას მართავენ თაღლითები, რომლებიც არიან მთავრობის მიერ დასმული პირები. რომან გოცირიძემ „ჯორჯიან მანგანეზის“ დროებითი მმართველს „ხელისუფლების ზონდერი“ უწოდა.
ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე კი ნათია თურნავასგან დაინტერესდა - ხომ არ ფიქრობს, რომ ჭიათურაში პრობლემები მათ შორის გამოიწვია იმან, რომ კვაზი კორუფციული, სქემა არსებობს, რომლითაც მმართველი პარტია „ჯორჯიან მანგანეზისგან“ ფულს „პარსავს“. თავის მხრივ, ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ მთელი ეს მსჯელობა ჭიათურაზე ღია კარის მტვრევას გავს.