გორში "სოკარ ჯორჯია გაზის" სერვისცენტრში უკმყოფილო აბონენტები შეიჭრნენ. მათ გაზის სააბონენტო გადასახადზე დარიცხულ გადასახადს გააპროტესტეს. კომპანიაში ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს. რეგიონალური ოფისის მენეჯერის გიგა გრიგალაშვილის განმარტებით მომხმარებლებს ბუნებრივი აირის გადასახადი 30-ის ნაცვლად 35 კალენდარულ დღეზე დაერიცხათ გაზრდილი თანხა სწორედ ამით არის განპირობებული.