დაპირისპირება ფოთის აგრარულ ბაზართან - ფოთის მერიამ რიონის მარცხენა სანაპიროზე გარემოვაჭრეებს ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა, რასაც მათი მხრიდან პროტესტი მოჰყვა. გარემოვაჭრეებმა აგრარული ბაზრის შესასვლელი გადაკეტეს. ადგილზე პოლიციაა მიბილიზებული. გარევაჭრობისთვის განკუთვნილი კონსტრუქციების დემონტაჟი ქალაქის შესაბამისმა სამსახურმა გვიან ღამით განახორციელა და დღეს დილით მოვაჭრეებს ტერიტორია ცარიელი დახვდათ. ფოთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები მათთან მოლაპარაკებას აწარმოებენ და სანაცვლოდ აგრარულ ბაზარში შესვლას სთავაზობენ, რაზეც მოვაჭრეები უარს ამბობენ.