ხმაური ბათუმში - ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეზე დაკავებულთა ახლობლებმა, სამართალდამცავებს ბრალდებულების სასამართლოდან გაყვანის საშუალება არ მისცეს. საბადრაგო მანქანას, რომელშიც ბრალდბულები იყვნენ მოთავსებული, დაკავებულთა ახლობლები წინ გადაუდგნენ. აღნიშნულის გამო სამართალდამცავებსა და დაკავებულთა ახლობლებს შორის დაპირისპირება მოხდა. ისინი პატიმრებთან მისვლას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც მათ სამართალდამცავებმა არ მისცეს. ამის შემდეგ დაკავებულთა ახლობლებმა პროტესტის ნიშნად ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გადაინაცვლეს და გზა გადაკეტეს. ისინი დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. ცნობისთვის, ბათუმის საქალაქო სასამართლო, სადაც 11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული 8 ბრალდებულის საქმის განხილვა მიმდინარეობდა, დაკავებულების ოჯახის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.როგორც მათ სხდომათა დარბაზში განაცხადეს, პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სიმართლეს არ შეესაბამება.