15 აგვისტოდან ძალაში შევიდა ”ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” განხორციელებული ცვლილებები, რომლითაც აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება და ასევე, ღამის საათებში პიროტექნიკის გამოყენება ადმინისტრაციული წესით დასჯადი გახდა. კერძოდ, დღისა და ღამის საათებში აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტება გამოიწვევს ფიზიკური ან იურიდიული პირის გაფრთხილებას.აღნიშნული ქმედების ერთი წლის განმავლობაში გამეორება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის – 500 ლარის ოდენობით. დღის საათებში იგულისხმება დრო 08:00 საათიდან 23:00 საათამდე, ხოლო ღამის საათებში – დრო 23:00 საათიდან 08:00 საათამდე.პიროტექნიკის გამოყენებაზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არ გავრცელება ახალი წლის სადღესასწაულო დღეებზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღესა (9 აპრილი) და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე (26 მაისი).