თბილისის საკრებულოსთან ვითარება დაიძაბა. „ევროპული საქართველოს“ წევრები წარმომადგენლებმა შენობაში შესვლა სცადეს. საკრებულოს შენობასთან პარტიის ლიდერები და ასევე თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იმყოფება, რომელმაც შენობასთან მობილიზებულ სამართალდამცველებს განუმარტა, რომ მათ კანონით საკრებულოში შესვლის უფლება ჰქონდათ. ოპოზიციის წარმომადგენლებს სამართალდამცველებმა შენობაში შესვლის საშუალება არ მისცეს, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
4 საათზე თბილისის საკრებულოს სხდომაა დაგეგმილი. ოპოზიცია კიდევ ერთხელ შეეცდება ხელი შეუშალოს ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თაბორის მთასა და პუშკინის სკვერთან ტერიტორიების, სიმბოლურ ფასად გადაცემას. ამ საკითხზე დეპუტატებმა საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღონ.