ფოთის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებმა ქალაქის შესასვლელში საპროტესტო აქცია გამართეს და ცენტრალური გზა გადაკეტეს. მოვაჭრეები ხელისუფლებას და ბაზრის ადმინისტრაციას ზარალის ანაზღაურებას სთხოვენ. ადგილზე მობილიზებულები იყვნენ საპატრული და კრიმინალური პოლიციის ბრიგადები. ისინი აქციის მონაწილეებს გზის გახსნისკენ მოუწოდებდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. რამდენიმე დაზარალებული შეუძლოდ გახდა, რის გამო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ადგილზე იმყოფებოდა ქალაქის ვიცე-მერი ლევან ჩოჩია. მისი განცხადებით ხელისუფლება მუშაობს კონკრეტულ გეგმაზე, თუ რა სახით შეიძლება ამ ადამიანებს გაეწიოთ დახმარება.