ვაკეში, "ქართუ ბანკის" ოფისთან "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირებას ადგილი ჰქონდა აქციის მონაწილეებსა და რამდენიმე მოქალაქეს შორის, რომელიც, მომიტინგეების ინფორმაციით, ბანკის თანამშრომლები არიან. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ბანკის შენობაზე პლაკატების გაკვრა სცადეს წარწერით: „შენ შრომობ, ესენი იპარავენ“. თავდაპირველად, აქციის მონაწილეებს პოლიციის თანამშრომლებმაც მიუთითეს, რომ პლაკატები არ გაეკრათ, თუმცა ამის მიუხედავად, აქციის ერთ-ერთმა მონაწილე ლევან ხაბეიშვილმა მათი მოწოდება არ გაითვალისწინა. ამის შემდეგ თავად ხაბეიშვილის თქმით, ბანკის თანამშრომლები შეეწინააღმდეგნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.