მამა-შვილ როგავების ოჯახის წევრების მიერ ენგურის ხიდთან გამართულ აქციაზე ერთი პირი დააკავეს. ენგურის ხიდთან რამდენიმე კვირის წინ დაკავებული როგავების ოჯახის წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ენგურის ხიდის მისასვლელთან ცოცხალი ჯაჭვი გააბეს და დაკავებულების გათავისუფლება მოითხოვეს, რასაც სამართალდამცველებთა შელაპარაკება მოყვა. აქციის ერთ-ერთი მონაწილე დარეჯან როგავა დააკავეს და ზუგდიდის სამმართველოში გადაიყვანეს. ის პაატა როგავას და არის.