თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც ბუტა რობაქიძის მკვლელობასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები არიან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ბრალდებულები, ხმაური იყო. სხდომათა დარბაზი ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი გაღიზიანება ბრალდებულ ზურაბ მიქაძის დასკვნითმა სიტყვამ გამოიწვია. დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ მეტრეველმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა რომ პროცესი უკვე 6 წელია გრძელდება მას სამართლიანი გადაწყვიტელების იმედი აქვს