ხმაური და დაპირისპირება ბათუმში - საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.11-12 მარტის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული პირების ახლობლებმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან, ზურაბ პატარაძესთან შეხვედრის მოთხოვნით გამსახურდიას ქუჩა გადაკეტეს. პოლიცია გზის გათავისუფლებას ცდილობდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. აქციის წევრები ამბობენ რომ დაკავებულების მიმართ ხელისუფლება შერჩევითი სამართალის პრინციპით მოქმედებს. სასამართლოში კი 11-12 მარტის მოვლენებზე დაკავებული 9 პირის ჩანიშნული სასამართლო პროცესი, ბრალდებული მანუჩარ ფარტენაძის ადვოკატების გამოუცხადებლობის გამო, 7 ივლისისთვის გადაიდო.