ხმაური ბათუმში. საკრებულოში 2022 წლის ბიუჯეტის პროექტის კენჭისყრა განახლდა. სხდომათა დარბაზთან რჩებიან აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც დარბაზში შესვლას ცდილობენ, თუმცა ამის საშუალებას დაცვის თანამშრომლები არ აძლევენ. როგორც შენობაში ასევე შენობის გარეთ სამართალდამცავებსა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის პერიოდულად სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ხდება.
სხდომის პარალელურად, საკრებულოს შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.