ხმაური იყო ბათუმის ბათუმის საქალაქო სასამართლოში, სადაც ქობულეთში მოკლული პოლიცის უფროსის ბუტა ანთაძის საქმე განიხილეს. პროცესის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე სასამართლოს ეზოში გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ბრალდებულის ნათესავები ერთმანეთს ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირების მიზეზი მკვლელობაში ბრალდებულის ნათესავების სასამართლოში გამოჩენა გახდა. ბუტა ანთაძე ივნისში სასიკვდილოდ დაჭრეს. მკვლელობის საქმე 109-ე მუხლით არის აღძრული, რაც განძრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოში გულისხმობს. ეჭვმიტანილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 13 დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრება.