ბათუმის მოვლენებზე ბრალდებულების ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გახდება ცნობილი. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მხარეთა დასკვნითი სიტყვა უკვე მოისმინა. ბრალდებული ირაკლი ჩხვირკია პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, საპატიმროში პოლიტიკური განცხადების გამო აღმოჩნდა.
გამოძიება ბრალდებულებს 225-ე მუხლის საფუძველზე 11-12 მარტს ბათუმში განვითარებული მოვლენების ორგანიზებსა და ხელმძღვანელობას ედავება. 11-12 მარტს "პლაზას"მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცავებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა, სადაც რამდენიმე პირი დააკავეს. აქციის მიმდინარეობისას მომიტინგეებმა 7 ავტომობილი დაწვეს და ინფრასტრუქტურა დააზიანეს.