ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში მინდია ოჯახიშვილის ახლობლები პოლიციას მის ცემაში ადანაშაულებენ. ოჯახის წევრების თქმით, ახალგაზრდა სპორტსმენი სამართალდამცველებმა იარაღის უკანონოდ ტარებისთვის დააკავეს, მოგვიანებით კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მშობლების მტკიცებით, მინდია ოჯახაშვილს იარაღი დაკავების დროს პოლიციამ ჩაუდო.