შინაგან საქმეთა სამინისტრომ დედის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით თბილისში მამაკაცი დააკავა.უწყების ინფორმაციით, დაკავებული იმ საცხოვრებელი სახლის მეპატრონეა, სადაც ხილიანზე ხანძარი გაჩნდა. დანაშაული 2-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რაც შეეხება ხანძარს, გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას. იგივე ქმედება, ჩადენილი ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.