"ხიბულა" - გიორგი ოვაშვილის ტრილოგიის დასასრული და რეჟისორი ნამუშევარზე - Palitra News

"ხიბულა" - გიორგი ოვაშვილის ტრილოგიის დასასრული და რეჟისორი ნამუშევარზე

2017-02-04 13:46:15+04:00

"გაღმა ნაპირი" და "სიმინდის კუნძული" - ორი წარმატებული და გახმაურებული ფილმის რეჟისორი გიორგი ოვაშვილი ტრილოგიას ახალი ფილმით ასრულებს. "ხიბულა" - ფილმი, რომელშიც საქართველოს უახლოესი ისტორიაა ასახული, უკვე იმსახურებს მაყურებლის ინტერესს. ფილმის მსოფლიო პრემიერა უახლოეს მომავალში შედგება, შემდეგ კი მის შეფასებას ქართველი მაყურებელიც შეძლებს.