ხევსურეთში ჩარჩენილ 5 ტურისტს სავარაუდოდ, დღეს გამოიყვანენ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განაცხადეს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ტურისტების ადგილსამყოფელი დადგენილია. დუშეთის რაიონის სოფელ შატილში ჩასული ტურისტები, უამინდობის გამო გზებზე შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე, სოფლის დატოვებას ვერ ახერხებენ.