არსებობს თუ არა თბილისში 2015 წლის 13 ივნისის მსგავსი ტრაგედიის განმეორების რისკი. ჟურნალისტ ეკა ლომიძის მიერ გამოქვეყნებულმა ტექსტმა და ვიზუალურმა მასალამ ვერეს ხეობის თემა კიდევ ერთხელ აქტუალური გახადა. როგორც ეკა ლომიძე წერს, მშენებარე სახლების საძირკვლების გაჭრის შედეგად მოგროვებულ მიწის და ქვა-ღორღის ნაშალს, არც მეტი, არც ნაკლები, პირდაპირ ვერეს ხეობაში ყრიან. ამ თემაზე სასაუბროდ და იმის გასარკვევად, რეალურად, იზრდება თუ არა ახალი ტრაგედიის რისკი ვერეს ხეობაში, "საღამოს ნიუსრუმში" სტუმრობა ილიაუნის დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის გეოგრაფიის დეპარტამენტის უფროსს, ლაშა სუხიშვილს ვთხოვეთ.