ხელვაჩაურში სამართალდამცველებს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებდნენ. პოლიციის შენობასთან გვიან რამით აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეთა თქმით, პოლიციამ 4 პირი ისე დააკავა, რომ მათთვის მიზეზები არ განუმარტავთ.
სამართლებრივი პროცედურების დარღვევის შესახებ საუბრობს ადვოკატიც, რომელიც საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს. შს სამინისტრო ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს, უწყების ინფორმაციით კი, ორი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს და მათ ხულიგნობას ედავებიან.
შემთხვევა მარტის დასაწყისში მოხდა. რაც შეეხება დანარჩენ ორს - მათ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედება ბრალად