ხელვაჩაურში, ე.წ ოცნების ქალაქში მცხოვრებლები საპროტესტო აქციას გამართეს. მათი განცხადებით, "ენერგი -პრო ჯორჯია" და აჭარის ფინანსთა სამინისტრო ყოფილი სამხედრო ბატალიონის ტერიტორიაზე მცხოვრებლებს მრიცხველების დამონტაჟებაზე უარს ეუბნებიან. აქციის მონაწილეების თქმით, დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელია და თუ მათ მოთხოვნას არ გაითვალისწინებენ, აჭარის მთავრობის სახლთან ფართომასშტაბიან აქციას გამართავენ.