09:34
15 სექტემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
ხელვაჩაურის საკრებულოს წევრი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს
22-08-2019

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს. საგამოძიებო უწყების ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ჯამბულ თ., ნათესავთან - ზაზა თ-სთან შეთანხმებით, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, შავი ზღვის სანაპირო ზოლში მდებარე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 12 845,00 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის შეძენაში დახმარებას დაჰპირდა.

კერძოდ, ჯამბულ თ-ს უნდა უზრუნველეყო მიწის ნაკვეთის აუქციონის წესით გასაყიდად საკრებულოს სხდომაზე გატანა და დეპუტატების დაყოლიება საკითხის დადებითად გადასაწყვეტად, რის სანაცვლოდაც კვადრატულ მეტრზე მოითხოვა 4 აშშ დოლარი, საერთო ჯამში 51 380 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ აიღო 1000 აშშ დოლარი. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და აღების ფაქტზე მიმდინარეობს

AutoPlay
ჰონგ-კონგის სავაჭრო ცენტრში ოფიციალური პეკის მხარდამჭერებსა და მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირება მოხდა
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
"ევროპული საქართველო" ცდილობს, საკუთარი დღის წესრიგი სხვა პარტიებს თავზე მოახვიოს - არჩილ თალაკვაძე
გამოქვეყნდა 14 საათის წინ
"როგორ გავაკონტროლებ მე, როდის გაიქცევა სერგი კაპანაძე ბიძინა ივანიშვილთან თანხვედრაში რომ მოვიდეს" - ჩარკვიანი კაპანაძეს პასუხობს
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
"ჩვენ შეიძლება ღრმა მატერიებზე ველაპარაკოთ მოქალაქეებს, მაგრამ მათ ჭირდებათ გარემონტებული, უსაფრთხო სკოლა და ბევრი რამ" - გიორგი გახარია
გამოქვეყნდა 16 საათის წინ
საქართველოს მოქალაქემ, სადაზღვევო კომპანიისგან თანხის მითვისების მიზნით, ავტომობილი გადამალა და თქვა, რომ მოპარეს
გამოქვეყნდა 17 საათის წინ
რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, დონალდ ტრამპთან ამერიკული რაკეტების შესყიდვის საკითხს განიხილავს
გამოქვეყნდა 18 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები