ყველამ იცის, რომ სიცილი ახანგრძლივებს სიცოცხლეს. მას ბევრი სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისთვის. სიცილი დეპრესიის სამკურნალო უნიკალური საშუალებაა. ერთწუთიან სიცილს შეუძლია რელაქსაციის მთელი სეანსი ჩაანაცვლოს. აღსანიშნავია, რომ სიცილი ხელს უწყობს ტანადობას. 10-15 წუთიანი სიცილის შედეგად იწვება იმდენი კალორია, რამდენიც 30 წუთიანი ვარჯიშის დროს სპორტდარბაზში. სიცილის დროს 80 კუნთი “მუშაობს”; სიცილი ასტიმულირებს იმუნურ სისტემას. დადგენილია, რომ სიცილის მოყვარულები იშვიათად ავადმყოფობენ; სიცილი ამშვიდებს ნერვულ სისტემას, ხსნის სტრესს;აახალგაზრდავებს კანს, ტონუსს მატებს სახის კუნთებს, ხელს უწყობს კანისკენ სისხლის მოდენას, უზრუნველყოფს კანის დამატებით კვებას და ელასტიკურობას; გახსოვდეთ, რომ სიცილი სასარგებლოა გულისთვის. ვინც ხშირად იცინის, 40 %-ით ნაკლებად ავადმყოფობს გულ-სისხლძარღვთა პათოლოგიებით.