აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერია მონუმენტის - „ადამიანი და მზე" რეაბილიტაციას გეგმავს. დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, ტერიტორიაზე მწვანე სივრცეები თავიდან არის შესაქმნელი, მოეწყობა ასევე სარწყავი სისტემები, ხელოვნური ტბა, დამონტაჟდება განათება. მისივე თქმით, ამ პროექტის განხორციელებაზე 3 მილიონ 553 ათას 970 ლარი დაიხარჯება.