კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა თვალის ბადურას უნიკალური იმპლანტანტი წარმოადგინეს. მათი აზრით, აღნიშნულ იმპლანტს შეუძლია სიბრმავის თავიდან აცილება. იმპლანტი შექმნილია ბადურის პიგმენტური ეპითელიუმისგან, რომელიც თავის მხრივ ღეროვანი უჯრედებიდანაა მიღებული.ექსპერიმენტის ფარგლებში ეპითელიუმი გადაუნარგეს ასაკობრივი მაკულარული დეგენერაციის მქონე ოთხ პაციენტს. ეს ფიზიკური დაზიანება ბადურის ცენტრში -მაკულაში აღმოცენდება. მაკულა თვალის სტრუქტურაა, რომელიც ცენტრალურ მხედველობაზეა პასუხისმგებელი. დროთა განმავლობაში მაკულარულმა დეგენერაციამ შეიძლება სიბრმავე გამოიწვიოს. ის ხანდაზმული ადამიანების 10-20% უვლინდება. ასაკობრივი მაკულარული დისტროფია 55 წელს გადაცილებული ადამიანების სიბრმავის ძირითადი მიზეზია. იმპლანტანტის წყალობით მხედველობის ხარისხის დაქვეითება ექსპერიმენტის ყველა მონაწილეში შეჩერდა. დაკვირვების ხანგრძლივობა 4-დან 12 თვემდე პერიოდს შეადგენდა. ერთ-ერთ პაციენტ ქალს იმპლანტანტის გადანერგვის შემდეგ მხედველობის ხარისხი გაუუმჯობესდა და ოფთალმოლოგიურ ცხრილში 24 ასოს წაკითხვა შეძლო, მაშინ, როდესაც ოპერაციამდე მხოლოდ შვიდ ასოს კითხულობდა.