ვაგენინგენის უნივერსიტეტში ქოქოსის ბოჭკოსა და სპეციალურ ბამბაზე. მეცნიერებს სურდათ შეემოწმებინათ, შესაძლებელი იყო თუ არა ბანანის გაზრდა ხელოვნურ ნიადაგზე. ახალმა მეთოდმა ეს ხილი მომავალში შესაძლოა გადაშენებისგან დაიცვას.დაავადება, რომელიც მსოფლიო მასშტაბით ბანანებს ძალიან დიდ პრობლემებს უქმნის, ფუზარიოზის სახელით არის ცნობილი.ფუზარიოზი სოკოვანი დაავადებაა, რომელიც მიწაში ვრცელდება. ნიადაგის ბამბითა და ქოქოსის ბოჭკოთი ჩანაცვლებით კი მეცნიერებმა დაავადების წყაროს გვერდი აუარეს.ბანანების ხელოვნურ ნიადაგზე გაზრდა მცენარეებს საშუალებას აძლევს, რომ მათ გარემოდან მხოლოდ ის ნივთიერებები აითვისონ, რაც მათ სჭირდებათ. ნაკლებია დანაკარგებიც. 1950-იან წლებში ფუზარიოზის ერთ-ერთმა ტიპმა მსოფლიოში ბანანის პლანტაციები თითქმის სრულად გაანადგურა, რამაც მწარმოებლებს ბანანის ახალ, დაავადებებისადმი გამძლე კულტივარზე გადასვლა აიძულა, რაც უდიდეს ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ახალმა კულტივარმა რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში გაამართლა, თუმცა ის ფუზარიოზის ახალ შტამებს უკვე ვეღარ უმკლავდება.კვლევის შემდეგ ეტაპზე ხელოვნური ნიადაგის გამოყენებით ბანანების გაზრდა ფილიპინებში იგეგმება.