ქართული ანბანისა და დამწერლობის ისტორიისადმი მიძღვნილი კატალოგის პრეზენტაცია ხელოვნების სასახლეში გაიმართა. "ანბანი, როგორც ისტორია" ქართულ-ინგლისური გამოცემაა, რომელიც უნიკალურ ხელნაწერებს, პირველად ნაბეჭდ წიგნებს, რარიტულ გამოცემებსა და თანამედროვე ხელოვანთა ნამუშევრებს აერთიანებს.კატალოგი ოფენბახის შრისტის მუზეუმში, ქართული დამწერლობისადმი მიძღვნილი გამოფენის ფარგლებში დაიბეჭდა, რომელიც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პრეზენტაციას ეძღვნება.