14:07
23 თებერვალი, 2020, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
გემრიელი მოგზაურობა
ხელოვნება, სახელად ფრანგული სამზარეულო
19-09-2019

ფრანგული სამზარეულო ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. ინგრედიენტები და კერძები რეგიონების მიხედვით, განსხვავებულია.

თუმცა, ძირითადი ნაციონალური სამზარეულო და მისთვის დამახასიათებელი მრავალფეროვნება, ნოვატორობა და სტილი, ყველასთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია. მთავარი - ყველი და ღვინოა .  ფრანგულმა სამზარეულომ, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური ცვლილებების შედეგად ჩამოყალიბდა, დრო და დრო, საგრძნობი ევოლუცია განიცადა.აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ფრანგულ საზოგადოებაში შეფები ითვლებიან ხელოვნებისა და კულტურის მნიშვნელოვან წარმომადგენლებად. ნაციონალური ფრანგული სამზარეულო განვითარდა პარიზში იმ შეფების მიერ, რომლებიც ამზადებდნენ კერძებს საფრანგეთის სამეფო ოჯახისთვის. მოგვიანებით, რა თქმა უნდა, მათი კულინარიული ხერხები და ტრადიციები მთელი ქვეყნისა და მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა.

აღსანიშნავია, რომ პირველი რესტორანი სწორედ საფრანგეთში, პარიზში გაიხსნა 1765 წელს. 1789  წლის რევოლუციის შემდეგ უსამსახუროდ დარჩენილმა არისტოკრატთა მზარეულებმა კვების ობიექტების გახსნა დაიწყეს, რამაც სარესტორნო კულტურის განვითარებასა და დახვეწას შეუწყო ხელი.

ფრანგული სამზარეულო ცნობილია ზღვის პროდუქტებით, თევზითა და მოლუსკებით, მათ შორის ხამანწკებით .ზედ მოსხმული ლიმონის წვენით, სადღესასწაულო სუფრებზე აპერიტივად გამოიყენება.

AutoPlay
ბებიების რეცეპტებით დამზადებული კერძები და საუკეთესო ლუდი - ყველაფერი ჩეხური სამზარეულოს შესახებ
30-01-2020
გემრიელი მოგზაურობა ტაილანდში - საუკუნოვანი ტრადიციები და კერძები, რომელთა დავიწყებაც შეუძლებელია
16-01-2020
გემრიელი მოგზაურობა პოლონეთში - ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო სამზარეულო და მათი გამორჩეული სასმელები
09-01-2020
სასტუმროების და რეტორნების მენეჯმენტ ჯგუფ m|group-ს ახალი 24 საათიანი რესტორანი "მეტეხის უბანი" შეემატა
26-12-2019
დაბალანსებული გემოებისა და ჯანსაღი კვების სინთეზი - პოპულარული და გემრიელი პორტუგალიური სამზარეულო
19-12-2019
ფლამანდიური სიმარტივის, გერმანული სოლიდარობის და ფრანგული დახვეწილობის ნაზავი - რას წარმოადგენს ბელგიური სამზარეულო
05-12-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები